კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე – bulbuli.ge. ამ გვერდზე მოცემულია პლატფორმა bulbuli.ge (შემდგომში bulbuli.ge)-ს კონფიდენციალობის პოლიტიკა.კონფიდენციალობის პოლიტიკა წარმოადგენს ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებ-გვერდზე შესვლისას და ვებ-გვერდის და აპლიკაციის ფუნქციებით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით კონფიდენციალობის პოლიტიკას, ეთანხმებით მას და პრეტენზიები არ გაგაჩნიათ. შესაბამისად გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას:
1. რა შემთხვევაში და რა მიზნებით ხდება მონაცემების შეგროვება bulbuli.ge-ს მიერ
თქვენი მონაცემების შეგროვება ხდება, როდესაც: • თქვენ ეწვევით bulbuli.ge-ს; • თქვენ სარგებლობთ bulbuli.ge-ს ფუნქციებით (ვებ-გვერდის და აპლიკაციის დათვალიერება შეკვეთის განთავსება, შემსრულებლად დარეგისტრირება და სხვა); • თქვენ თავად აწვდით bulbuli.ge-ს თქვენს მონაცემებს; • bulbuli.ge-მ ასევე შესაძლოა მოიპოვოს პერსონალური ინფორმაცია სხვა კანონიერი წყაროებიდან.
2. რა მიზნით ხდება ინფორმაციის შეგროვება?
• bulbuli.ge-ზე განთავსებული ფუნქციებით და მომსახურებით სარგებლობის მიზნით; • პლატფორმა bulbuli.ge ნებისმიერ წყაროში რეკლამირების მიზნით; • ვებ-გვერდით სარგებლობის დროს ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნებისთვის; • მარკეტინგის მიზნებისთვის, (პირდაპირი და არაპირდაპირი); • კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით; • კანონით აუკრძალავი სხვა მიზნებისთვის. ინფორმაციის გამოყენება მოხდება იმ მიზნებისთვის რა მიზნებითაც მოხდა მათი მოპოვება/ დამუშავება.
3. რა სახით ინახება პერსონალური მონაცემები
თვენი პერსონალური მონაცემები, როგორც წესი, ინახება ელექტრონული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც პერსონალური მონაცემების მიღება მოხდა მატერიალური ფორმით, რა შემთხვევაშიც, პერსონალური მონაცემები შეინახება მატერიალური ფორმით. ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნეს მატერიალური ფორმით.
4. პირდაპირი მარკეტინგი
თქვენ გაქვთ უფლება აქვს, მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა ელ-ფოსტაზე info@bulbuli.ge გამოგზავნილი შეტყობინების საფუძველზე რა შემთხვევაშიც ჩვენ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველვყოფთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი მონაცემების გამოყენების შეწყვეტას
5. როგორ ხდება თქვენი მონაცემების შეგროვება ?
bulbuli.ge-ზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლოა მოხდეს • ავტომატურად სხვადასხვა ტექნოლოგიების მეშვეობით მაგ cookies, Google Analytics, tracking და სხვა• თქვენ მიერ ვებ-გვერდის და აპლიკაციის სტუმრობის შემთხვევაში, • თქვენ მიერ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში• ჩვენ ასევე შესაძლოა, კანონით დადგენილი წესით, პერსონალური მონაცემები მივიღოთ მესამე პირებისგან და მოვიპოვოთ საჯარო წყაროებიდან.
6. რომელი პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება bulbuli.ge-ს მიერ ?
მომსახურების მიწოდების დროს bulbuli.ge მინიმუმამდე დაიყვანს თქვენ მიერ მისაწოდებელი პერსონალური მონაცემების მოცულობას და სახეობას. bulbuli.ge-ს მომსახურებით სარგებლობისას თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ შემდეგი ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდება:• სახელი/გვარი• ასაკი• დაბადების თარიღი• ტელეფონის ნომერი• ელ-ფოსტის მისამართი • მისამართი• შეკვეთის შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია, • თქვენ მიერ ნებისმიერი ფორმით (წერილობითი, ელექტრონული, სხვა) შემოსული კორესპონდენცია• თქვენ მიერ ზეპირი (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ) კომუნიკაცია• სხვა ვებ-გვერდი იყენებს მონაცემთა შეგროვების ავტომატურ სისტემას, როგორიცაა Cookies ასევე შესაძლოა ვებგვერდის მიერ გამოყენებულ იქნეს „თრექინგ“ და სხვა ტექნოლოგიები. ასეთი ტექნოლოგიები გამოიყენება ვებ-გვერდის და აპლიკაციის გაუმჯობესების მიზნებისთვის. ზემოთმითითებული ტექნოლოგიების მიერ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ინფორმაციით:• ვებ-გვერდის სტუმრობის • თქვენი მდებარეობა ვებ-გვერდის და აპლიკაციის სტუმრობისას• IP მისამართი• მოწყობილობის სახეობა, რომლითაც მოხდა ვებ-გვერდზე შესვლა• ინფორმაცია იმის შესახებ დაეთანხმეთ თუ არა ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესებსა და პირობებს, კონფიდენციალობის პოლიტიკას და სხვა ინფორმაცია რომელსაც ეთანხმებით, უარყოფთ ან ავსებთ ვებ-გვერდზე სტუმრობისას• ბმულები, რომლებზეც გადადიხართ ჩვენი ვებ-გვერდიდან• სხვა ინფორმაცია შესაძლოა თქვენი საძიებო სისტემა/ინტერნეტ ბრაუზერი გაძლევდეთ საშუალებას გამორთოთ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობა ან შეზღუდოთ შეგროვებადი ინფორმაციის სახეობა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, როგორც წესი, შეგიძლიათ თქვენი საძიებო სისტემის/ინტერნეტ ბრაუზერის „დახმარების“ ჩანართში. თქვენი საძიებო სისტემის/ინტერნეტ ბრაუზერი ასევე, როგორც წესი, იძლევა ასეთი ინფორმაციის მაგ.: “cookies” წაშლის შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, რომ ზემოთმითითებული ტექნოლოგიები გვეხმარება, ვებ-გვერდის და აპლიკაციის გაუმჯობესებაში, ასევე თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მოწოდებასა და იდენტიფიცირებაში, შესაბამისად აღნიშნული ტექნოლოგიების ჩათიშვამ შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხებები ვებ-გვერდის და აპლიკაციის მუშაობაში.
7. მონაცემები რომლითაც ვერ ხდება პირის იდენტიფიცირება და საჯაროდ ცნობილი მონაცემები.
ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ცნობილი იყო ჩვენთვის გამჟღავნების მომენტისთვის ან ასეთი გახდა ამის შემდეგ, ისეთი ინფორმაცია, რომლითაც შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება, ასევე ანონიმური ინფორმაცია, სტატისტიკური, შემეცნებითი და სხვ. არ ექცევა ამ კონფიდენციალობის პოლიტიკის მოქმედების სფეროში
8. bulbuli.ge-ზე განთავსებული სხვა ვებ-გვერდების ბმულები/ჩანართები
შესაძლოა bulbuli.ge-ზე სტუმრობისას იხილოთ bulbuli.ge-ზე განთავსებული ვებ-გვერდების ბმულები/ჩანართები. ასეთ ვებ-გვერდებზე არ ვრცელდება bulbuli.ge-ს კონფიდენციალობის პოლიტიკა, არც ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები და არ წარმოედგენს bulbuli.ge-ს მმართველობის სფეროში შემავალ გვერდებს, შესაბამისად ასეთ ვებ-გვერდზე სტუმრობისას გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის კონფიდენციალობის პოლიტიკას და ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესებს. bulbuli.ge პასუხს არ აგებს ასეთ გვერდზე გადასვლით მიყენებული ზიანისთვის.
9. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია
თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სწორი და უახლესი. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ მესამე პირების შესახებ პერსონალური მონაცემების გაზიარებისას, გაგაჩნიათ კანონით დადგენილი ყველა ნებართვა ასეთი ინფორმაციის გაზიარებისთვის, და რომ აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებული გაქვთ კანონიერად. bulbuli.ge პასუხს არ აგებს ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნებით დამდგარ ზიანზე, და უფლებამოსილია მოგთხოვოთ ინფორმაციის გაზიარებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება თუ ასეთი ზიანი დადგება.
10. რომელი ინფორმაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ
თქვენ უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ შემდეგი ინფორმაცია :• რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ; • თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანი; • თქვენი მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; • რა გზით შეგროვდა თქვენ შესახებ მონაცემები; • ვისზე გაიცა თქვენ შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
11. მოძველებული არასრული და არაზუსტი ინფორმაცია
• თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ასეთი მონაცემები, არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. თუ ჩვენ მივიჩნევთ რომ არ არსებობს აღნიშნული მოქმედების განხორციელების საფუძველი გაცნობებთ დასაბუთებულ უარს კანონით დადგენილ ვადაში. • ჩვენ უფლება გვაქვს თუ ჩვენთვის ცნობილი გახდება, რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, გავასწოროთ ან გავაახლოთ მონაცემები. • თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი თქვენ შესახებ უახლესი და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებაზე.
12. თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის
თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება შესაძლოა განხორციელდეს მესამე პირებისთვის თუ აღნიშნული აუცილებელია თქვენი შეკვეთის დამუშავებისთვის, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი თანხმობის გარეშე.bulbuli.ge-ს გამართულად ფუნქციონირების მიზნით ასევე მარკეტინგული მიზნებისთვის შპს „სთორილაინ“ შესაძლოა მომსახურება მიიღოს მესამე პირებისგან, მომსახურების ფარგლებში შესაძლოა საჭირო იყოს თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე მხარე კომპანიებისთვის გადაცემა. თქვენ თანხმობას აცხადებთ ასეთ შემთხვევაში მესამე პირებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე და პრეტენზიები არ გაგაჩნიათ.
13. მარეგულირებელი კანონები, პრეტენზიები
ეს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bulbuli.ge
14. ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა შესაძლოა bulbuli.ge-ს მიერ ცალმხრივად განახლდეს ან შეიცვალოს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს კანონმდებლობის, ვებ-გვერდის და აპლიკაციის შიდა პოლიტიკის, ვებ-გვერდის და აპლიკაციის ფორმატის და სხვა მიზეზებით. ცვლილება ძალაში შევა მისი ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.