პლატფორმის მოხმარების წესები და პირობები
ამ გვერდზე მოცემულია პლატფორმა bulbuli.ge-ს (შემდგომში bulbuli.ge) მოხმარების წესები და პირობები. ამ პირობებზე ღილაკის „ვეთანხმები“ მონიშვნით თქვენ, შემდგომში მოხსენიებული როგორც „მომხმარებელი“, ეთანხმებით და ადასტურებთ რომ გაეცანით ქვემოთ მოცემულ პირობებს სრულად და პრეტენზიები აღნიშნულ პირობებთან მიმართებით არ გაგაჩნიათ. შესაბამისად, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ პლატფორმის მოხმარების წესებსა და პირობებს.
ტერმინთა განმარტება
ამ მოხმარების წესებსა და პირობებში წარმოდგენილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: bulbuli.ge: შპს “სთორილაინ” (ს/ნ 405508099) მფლობელობაში და მართვის ქვეშ მყოფი პლატფორმა bulbuli.ge. პროდუქცია - კონტენტი, რომლის მიღება შესაძლებელია მომხმარებლისთვის პლატფორმის საშუალებით შემსრულებლისგან მაგ: ვიდეო რგოლები, აუდიო, ფოტო, მოკლე ტექსტური შეტყობინება ან სხვა, არსებული ან მომავალში გამოგონებული ფორმით მიმართვა (მათ შორის შემსრულებლის მილოცვა, მიმართვა ან სხვა).შემსრულებელი - ცნობადი პირი, (მომღერალი, მსახიობი, სპორტსმენი და ა.შ.) რომელიც bulbuli.ge-ს საშუალებით იღებს მოთხოვნებს მომხმარებლისგან და ასრულებს ასეთ მოთხოვნებს bulbuli.ge -სთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და წინამდებარე ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების პირობების შესაბამისად. მოთხოვნა - bulbuli.ge-ს საშუალებით განხორციელებული შეკვეთა, რომლის საფუძველზე შემსრულებელი ქმნის bulbuli.ge -ზე შეთავაზებული პროდუქციიდან რომელიმეს.
1. პლატფორმა bulbuli.ge
პლატფორმა bulbuli.ge საშუალებას აძლევს მომხმარებელს პლატფორმაზე წარმოდგენილი აუდიო მასალის მოსმენას. პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდებაზე და მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებაზე ვრცელდება პლატფორმის მოხმარების წესები და პირობები.
2. ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესები
2.1 წინამდებარე პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს რომ არის არანაკლებ 18 წლის. 2.2 bulbuli.ge-ს ფუნქციებით სრულყოფილად სარგებლობისთვის შესაძლოა აუცილებელი იყოს მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მოწოდება, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს უტყუარი ნამდვილი და სრული ინფორმაცია bulbuli.ge-ს ფუნქციებით სარგებლობისთვის.2.3 მომხმარებელი ეთანხმება, რომ არ გამოიყენებს bulbuli.ge-ს ფუნქციებს უკანონო ქმედების განხორციელების მიზნით, ასევე bulbuli.ge-ს, შემსრულებლის ან მესამე პირებისთვის ზიანის მიყენების მიზნით.2.4 bulbuli.ge უფლებამოსილია მომხმარებელს უარი გაუგზავნოს პროდუქციის დამზადების მოთხოვნაზე, თუ აღნიშნულით შესაძლოა ზიანი მიადგეს ნებისმიერ მხარეს2.5 მომხმარებელი იცნობს პლატფორმის კონფიდენციალობის პოლიტიკას და პრეტენზიები არ გააჩნია. კონფიდენციალობის პოლიტიკა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე bulbuli.ge.
3. ინტელექტალური საკუთრება
3.1 მომხმარებელი იძენს პროდუქციის პირადი და არაკომერციული მიზენით გამოყენების უფლებას არა საკუთრების უფლებას თავად პროდუქციაზე. 3.2 მომხმარებელს არ აქვს უფლება გაასხვისოს bulbuli.ge-ზე შეძენილი პროდუქცია, ასევე მოახდინოს პროდუქციის საკუთარი მფლობელობისთვის გადმოწერა. 3.3 პროდუქციაზე განსაკუთრებული უფლებები ეკუთვნის bulbuli.ge-ს ხოლო სხვა საავტორო უფლებები ეკუთვნის პროდუქციის დამამზადებელ შემსრულებელს.3.4 bulbuli.ge უფლებამოსილია პროდუქცია გამოიყენოს სარეკლამო/მარკეტინგული მიზნებისთვის bulbuli.ge-ს და bulbuli.ge-ზე განთავსებული პროდუქციის რეკლამირების მიზნით.
4. პასუხისმგებლობა
4.1 bulbuli.ge არ აგებს პასუხს მის მიერ შექმნილი პროდუქციაში არსებულ ნებისმიერი სახის შეცდომაზე. 4.2 მომხმარებელი გარანტიას იძლევა რომ რეგისტრაციისას ან ანგარიშსწორებისდროს იგი არ გამოიყენებს ისეთ ინფორმაციას რომელიც შეიცავს მესამე პირების საიდუმლო, პერსონალურ, ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. მომხმარებლის მიერ ასეთი მოთხოვნის განთავსების შემთხვევაში მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანისთვის სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი. bulbuli.ge არ აგებს პასუხს ამ მუხლის დარღვევით მომხმარებლისთვის ან შემსრულებლისთვის მიყენებული ზიანისთვის. 4.3 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში bulbuli.ge უფლებამოსილია შეუჩეროს შეუზღუდოს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს bulbuli.ge-ს ფუნქციებით სარგებლობის უფლება, ასევე წვდომა მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ და შემსრულებლის/შემსრულებლების მიერ დამზადებულ პროდუქციაზე. 4.4 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესებისა და პირობების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში bulbuli.ge უფლებამოსილია შეუზღუდოს მომხმარებელს, პროდუქციის გამოყენების და გავრცელების ასევე საჯარო ჩვენების უფლება, bulbuli.ge უფლებამოსილია წაშალოს მომხმარებლის მოთხოვნილი პროდუქცია საკუთარი გვერდიდან, ხოლო პლატფორმის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის საფუძვლით bulbuli.ge-ს შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წაშალოს ასეთი პროდუქციის ყველა რეპროდუქცია, ასლი, ასევე წაშალოს და უზრუნველყოს სხვა პირების მიერ ასეთი პროდუქციის წაშლა საკუთარი სოციალური გვერდებიდან ასევე, მედია პლატფორმებიდან და პირადი ფაილებიდან.4.5 მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს bulbuli.ge-ს წინამდებარე მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი.
5. პროდუქციის ღირებულება და გადახდის წესი
5.1 პროდუქტის ღირებულება მოცემულია აპლიკაციაში, და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.5.2 პაკეტის გამოწერისას თქვენ ეთანხმებით, რომ შესაბამისი თანხა დაიბლოკება ან/და მოიხსენება თქვენ მიერ მითითებული პლასტიკური ბარათიდან. შეძენილი მომსახურების ღირებულება მომხმარებელს არ უბრუნდება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურებაში არსებულმა ხარვეზმა განაპირობა მომსახურების ჯეროვნად მიწოდება. 5.3 შეძენილი მომსახურების ღირებულება მომხმარებელს არ უბრუნდება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურებაში არსებულმა ხარვეზმა განაპირობა მომსახურების ჯეროვნად მიწოდება.5.4 ანგარიშსწორება ხორციელდება ქართულ ლარში.5.5 მოთხოვნის განთავსებისას თქვენ აცნობიერებთ, რომ bulbuli.ge არ ფლობს საკუთარ გადახდის სისტემას და იყენებს მესამე მხარის გადახდის სისტემას, არ ინახავს და ამუშავებს მომხმარებლის საბანკო რეკვიზიტებს და ინფორმაციას ანგარიშსწორების ბარათის შესახებ. 5.6 თქვენ უნდა მიაწოდოთ მესამე მხარის გადახდის სისტემას ანგარიშსწორების ბარათის სწორი მონაცემები. 5.7 საგადახდო ბარათის გამოყენება რეგულირდება გადახდის სისტემის წესების შესაბამისად. 5.8 bulbuli.ge-იტოვებს უფლებას გააუქმოს მომხმარებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა ასევე თუ: 1. მომხმარებლის საგადახდო ბარათი უარყოფილია, 2. მომხმარებლის მიერ დარღვეულია წინამდებარე ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები.5.9 პროდუქციის ღირებულება წარმოადგენს bulbuli.ge-ს საფასო პოლიტიკის ნაწილს და bulbuli.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს პროდუქციის ღირებულება. 5.10 ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bulbuli.ge. 5.11 შეძენილი პაკეტის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. გაუქმების შემთხვევაში, პაკეტი დარჩება აქტიური შემდეგი გადახდის რიცხვამდე5.12 შეძენილი პაკეტით სარგებლობას მომხმარებელი შეძლებს ანგარიშსწორებისთანავე
6. ცვლილებები და დამატებები
6.1 bulbuli.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს ვებ-გვერდის და აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად გაფრთხილების გარეშე. შეცვლილი წესები ძალაში შევა მათი პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე.
7. ფორს-მაჟორი
7.1 მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია გარემოებით, რომლის გათვალისწინება მხარეთათვის წინასწარ შეუძლებელი იყო და რომელმაც გავლენა მოახდინა ვალდებულების შესრულებაზე მაგ: კიბერ-შეტევა, ხანძარი, საომარი მოქმედება, საკანონმდებლო ცვლილებები, და სხვა. 7.2 თუ ფორს-მაჟორული გარემოება გაგრძელდება 1 თვეზე მეტი ვადით, მხარეები უფლებამოსილი არიან მხარისთვის გაგზავნილი წერილობითი საბუთის საფუძველზე მოითხოვონ ხელშეკრულების შეწყვეტა. 7.3 bulbuli.ge უფლებამოსილია აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მომხმარებლებს აცნობოს პლატფორმაზე საჯაროდ გამოქვეყნების საშუალებით.
8. დავების მოგვარება და გამოსაყენებელი სამართალი
8.1 საკითხები რომლებიც არ წესრიგდება წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8.2 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით, დავების ურთიერთმოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.
9. დამატებითი პირობები
9.1 უფლების გადაცემა: bulbuli.ge-ს მმართველი კომპანია (შპს „სთორილაინ“) უფლებამოსილია ნებისმიერ დროს და მომხმარებლებთან შეთანხმების გარეშე გაყიდოს, გაასხვისოს ან დროებით მფლობელობაში გადასცეს მართვის უფლება, წილი და ა.შ. ასევე თავი გამოაცადოს ბანკროტად.9.2 მხარეები ცალსახად ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოშობს მხარეთა შორის შრომით, პარტნიორულ, ამხანაგობის ან სხვა მსგავს ურთიერთობებს.